“ინვესტირება მომავალში”
პაციენტი და მისი ოჯახის კმაყოფილება ჰოსპიტალის მთავარი ორიენტირია. ჰოსპიტალი ზრუნავს ხარისხის გაუმჯობესებაზე, დანერგოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მოწინავე სამედიცინო სერვისებზე. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი მუდმივ განვითარებას მოაქვს. ჩვენი სწრაფვა ხარისხის გაუმჯობესების მიმართ ნიშნავს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავრჩეთ სამედიცინო მომსახურების ლიდერებში და უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ჩვენი პაციენტებისთვის, ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ჰოსპიტალის ძირითადი ფასეულობა მისი პერსონალია. ჰოსპიტალი უზრუნველყოფს მისი თითოეული თანამშრომლის ჩართულობას უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში, ჰქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს, განვითარებასთან ერთად ქმნის ფინანსურ სტიმულებს, ნერგავს ინოვაციებს, რომ მუდმივად ამაღლდეს ჰოსპიტალის სანდოობა და რეპუტაცია. ჩვენს ჰოსპიტალში დასაქმება უნდა იყოს სასურველი, პროფესიული განვითარებით, უსაფრთხო გარემოში საქმიანობით, კეთილდღეობის სტაბილური ზრდით და ამიერკავკასიაში პირველი ჰოსპიტალის ისტორიული გამოცდილებისა და პროფესიონალ გუნდთან ერთად ჰოსპიტალის მისიის ღირსეული შესრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლებია ჰოსპიტალის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტირება განხორციელდა ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ახალი აპარატურის, ინსტრუმენტებისა და სხვა სწრაფცვეთადი საგნების შეძენაში, შენობის რეაბილიტაცია-რემონტში, რებრედინგში და სხვა სპეციფიკური ხარჯების გაწევაში, რომელიც შესაბამისი სტრანდარტებისა და პროცედურების დანერგვასთან ერთად გვაახლოებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებასა და შენარჩუნებაში.
ამასთან, ჰოსპიტალის ფინანსური მართვის კუთხით, არამარტო ჩვენთან, არამედ მთელ სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლებაა არასტაბილური სახელმწიფო დაფინანსება, რისთვისაც შემუშავდა ანტიკრიზისული მართვის გეგმა და ამ გეგმის განხორციელებით, ასევე ალტერნატიული დაფინანსების მომსახურების გაფართოვებით ვინარჩუნებთ ფინანსურ მდგრადობას.
დავით ლომიძე – ფინანსური დირექტორი