განათლება 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1993 წელს დავიცვა დისერტაცია და გახდა მედიცინის დოქტორი. კონფერენციები: მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია – უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსება 2017წ ევროკავშირის Twinning პროგრამა – დასაქმების სახლემწიფო სერვისების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში 2016წ
სამუშაო გამოცდილება 1995-99 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, სოციალური საკითხების და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 2000-2006 წლებში მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე. 2014-2018 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2022 წლიდან არის ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი. არის ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. 2026 წლიდან წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი.არის ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ზაზა სოფრომაძე გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი. მისი აკადემიური ინტერესები განსაკუთრებით უკავშირდება ჯანდაცვის სისტემების განვითარებას, სამედიცინო მენეჯმენტს, სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ინტეგრაციას ჯანდაცვაში. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და პრაქტიკული მენეჯერული საქმიანობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული და ინოვაციური სამედიცინო სისტემების განვითარებისათვის საქართველოში.