1963-1968წწ — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: 2018წ – დღემდე — წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკა, ყბა-სახის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი. 2010-2018წწ — კლინიკა „მედჯორჯია“, მთავარი ექიმი. პარალელურად: წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ჰოსპიტალი, ყბა-სახის ქირურგი. 1983წ — ქ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, ყბა-სახის ქირურგიული განყოფილების უფროსი. 1979წ — ქ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, რეანიმაციული განყოფილების გამგე. ამავდროულად: ქალაქ თბილისის მთავარი რეანიმატოლოგი. 1973-1979წწ — თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, რეანიმაციული განყოფილების გამგე. 1971-1973წწ — სამხედრო სამსახური, პოლკის სამედიცინო პუნქტის უფროსი. 1968-1971წწ — ლენტეხის რაიონი, სოფ. ჟახუნდერის საუბნო საავადმყოფო, ექიმი. ასევე: ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სერტიფიკატები და ტრენინგები: გავლილი აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტირებული „გადამზადების კურსი კლინიკური მენეჯერებისათვის“.
ჯილდოები, ტიტულები და აღიარება: 2005წ — ქართველთა და აფხაზთა „დიოსკურია 2005“-ის საპატიო პრეზიდენტი. 2002წ — საქართველოს ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი. 2002წ — საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. 2002წ — დაჯილდოებულია მშვიდობის ვარსკვლავითა და დროშით. 1999წ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1989წ — დაჯილდოებულია აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამახსოვრო მედლით სამამულო ქირურგიის განვითარების საქმეში დამსახურებისთვის.