განათლება:
2007-2009წ — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი / აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტი, დოქტორანტურის კურსი სპეციალობით კარდიოლოგია.
2004-2006წ — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი / აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტი, ასპირანტურა სპეციალობით კარდიოლოგია.
1995-2002წ — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობა — ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი (დიპლომი წარჩინებით).
აკადემიური ხარისხი და სპეციალიზაცია:
2025წ — არჩეულ იქნა „Fellow of American College of Cardiology“ (FACC).
2025 წ— არჩეულ იქნა „Fellow of European Society of Cardiology“ (FESC).
2020წ — სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებართული სპეციალობა — შინაგანი მედიცინა.
2016წ — ევროპის ჰიპერტენზიის სერტიფიცირებული კლინიკური სპეციალისტი.
2009წ — მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD). სადისერტაციო თემა: „არტერიული წნევის ცირკადული პროფილის გავლენა ჰიპერტენზიულ პაციენტთა მაკრო- და მიკროცირკულაციაზე“.
2007წ — სახელმწიფო სერტიფიკატი № 006384, ნებართული სპეციალობა — კარდიოლოგია.
სამუშაო გამოცდილება:
ამჟამად — კარდიოლოგიის მიმართულების რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი წმინდა მიქაელის საავადმყოფოს ბაზაზე.
2018-2022წ — ექიმი-კარდიოლოგი, არტერიული ჰიპერტენზიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ალადაშვილის კლინიკა.
2018 წლიდან – დღემდე — მოწვეული პროფესორი შინაგან მედიცინაში (ინგლისურენოვანი პროგრამა), გეომედის უნივერსიტეტი.
2017-2020წ — მოწვეული პროფესორი შინაგან მედიცინაში (ინგლისურენოვანი პროგრამა), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
2017-2020წ — მოწვეული პროფესორი შინაგან Mედიცინაში (ინგლისურენოვანი პროგრამა), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
2016წ — მოწვეული პროფესორი, ამსტერდამის აკადემიური სამედიცინო ცენტრი, ნიდერლანდები.
2015 წლიდან – დღემდე — არტერიული ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო.
2013 წლიდან – დღემდე — ექიმი-კარდიოლოგი, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის უფროსი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო.
2012 წლიდან – დღემდე — ასოცირებული პროფესორი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა).
2011-2012წ — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-კარდიოლოგი.
2010წ — მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი, პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი კლინიკურ კარდიოლოგიაში, კონტინუუმის გულის ინსტიტუტი / ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრი / ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი (ნიუ-იორკი, აშშ).
2008-2009წ — ექიმი-კარდიოლოგი, აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი.
2007-2009წ — კლინიკური პედაგოგი და ტრენერი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის, ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველოს არტერიული ჰიპერტენზიის საზოგადოება.
2003-2004წ — უმცროსი ექიმი, კარდიოლოგი, აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი.
ტრენინგები და სემინარები:
2023წ — თბილისის სამედიცინო აკადემია, ტრენინგი „კლინიკური ქეისების შექმნა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისათვის (OSCE)“.
2022წ — თბილისის სამედიცინო აკადემიის სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრისა და ანთვერპენის უნივერსიტეტის სერტიფიკატი: „Clinical Reasoning In The TMA Program As Part Of The Clinical Line“.
2021წ — ლიდსის უნივერსიტეტი (University of Leeds), ტრენინგი „OSCE Examiner Training“.
2021წ — ERASMUS+ project SPRING, ვორქშოპი: „Training of Academic and Administrative Personnel in Peer Review and International Accreditation“.
2020წ — ERASMUS+ project SPRING, ვორქშოპი: „Quality Assurance in Medical and Public Health Education“.
2019 წ— რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა, ერაზმუს +, „როგორ გავხდეთ საუკეთესო ლექტორი“ (ნაიმეგენი, ნიდერლანდები).
2019 წ— ანთვერპენის უნივერსიტეტი / თბილისის სამედიცინო აკადემია, ტრენინგი „შეფასება სამედიცინო განათლებაში“.
2019წ — სპიკერების პირველი შეხვედრა და ტრენინგი „Reshaping Angina“ (ვერსალი, საფრანგეთი).
2015წ — ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების ტრენინგის კურსი არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკური კვლევების დაგეგმვასა და წარმოებაში (პარიზი, საფრანგეთი).
2013წ — ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოება, Advanced Course of Hypertension (სენტ მორიცი, შვეიცარია).
2010წ — ტრენინგის კურსი კლინიკურ კარდიოლოგიაში, კონტინუუმის გულის ინსტიტუტი / ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრი (ნიუ-იორკი, აშშ).
2010წ — ტრენინგის კურსი „კვლევაში მონაწილე პირთა პროტექცია“, ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ექსტრამურული კვლევის ოფისი (ნიუ-იორკი, აშშ).
2007წ — ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების საზაფხულო სკოლა (ოლიმპია, საბერძნეთი).
2002წ — ტრენინგი კარდიოლოგიაში, ინტერვენციული კარდიოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (მოსკოვი, რუსეთი).
კლინიკურ და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა:
2019 წლიდან — კვლევა: „ცირკადული სისხლის წნევის გავლენა მარჯვენა პარკუჭის რემოდელირებასა და პულმონურ ცირკულაციაზე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით“, მკვლევარი.
2014წ — მწვავე კორონარული სინდრომის მართვის რეგისტრი საქართველოში, მკვლევარი.
2013წ — არტერიული ჰიპერტენზიის გადაუდებელ მდგომარეობათა მართვის შეფასება ქვეყნის დონეზე, საქართველოს ჰიპერტენზიის საზოგადოება, მკვლევარი.
2012წ — ARTEMIS პროექტი, ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოება, პრინციპული მკვლევარი.
2011წ — REKA ტელე-მონიტორინგის სარგებლიანობა არითმიათა დეტექციასა და პრევენციაში, პრინციპული მკვლევარი.
2010წ — პროექტები: „საძილე არტერიების ათეროსკლეროზის პრედიქტორული მნიშვნელობა…“ და „თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობა პაციენტებში საძილე არტერიათა ათეროსკლეროზით“, ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრის გულის ინსტიტუტი, პრინციპული მკვლევარი.
2009-2010წ — პოსტ-კონფლიქტური პოპულაციის ჯანდაცვის საჭიროებათა მონიტორინგისა და შეფასების პროექტი (ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი), ინტერვიუერი, ფოკუს-ჯგუფის მოდერატორი, მონაცემთა ანალიზი.
2006-2008წ — მონაწილეობა სხვადასხვა ეპიდემიოლოგიურ, ფარმაკო-ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ კვლევებში (მონაცემთა ანალიზი, მკვლევარი, ლოკალური ჯგუფების წევრი).
სამეცნიერო პუბლიკაციები და გაიდლაინები:
ავტორი და თანაავტორი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ნაშრომისა ისეთ წამყვან ჟურნალებში, როგორიცაა: Journal of Hypertension, European Heart Journal, Circulation, Georgian Medical News, International Journal of Cardiology და სხვ.
2013წ — არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ეროვნული გაიდლაინი (The National Georgian Guideline for the Management of Arterial Hypertension) — ავტორთა ჯგუფის წევრი.
2006 წ— არტერიული ჰიპერტენზიის მართვის პირველი ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლები პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი მედიცინის ექიმებისთვის — ავტორთა ჯგუფის წევრი.
2015 წლიდან — ჟურნალ „Georgian Medical News“-ის რეცენზენტი კარდიოლოგიის მიმართულებით.
სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა და კონსულტანტობა ყაზახეთ-რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თსუ-ში.
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:
მრავალგზის სპიკერი, ლექტორი, სექციის თავმჯდომარე და მონაწილე საერთაშორისო კონგრესებზე: მილანი (2025, 2017, 2015, 2010, 2009, 2007), ალმა-ატა (2025, 2023), კართაგენა (2024), გდანსკი/გდინია (2019, 2018, 2017, 2016, 2015), ბანგკოკი (2019), დუბაი (2018), პეკინი (2018, 2010, 2009, 2007), მიუნხენი (2018), ბარსელონა (2017), სეული (2016), ამსტერდამი (2015, 2013), პრაღა (2014), კუბა (2014), ათენი (2014), ლონდონი (2012), პარიზი (2011, 2010, 2009, 2008, 2007), ანტალია/იზმირი (2009, 2008), ბერლინი (2008), ბუენოს-აირესი (2008), თესალონიკი (2008), მოსკოვი (2008), კრაკოვი (2007) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება:
2012წ — საუკეთესო მომხსენებლის პრიზი კლინიკური მედიცინის სექციაში, ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების 22-ე შეხვედრა (ლონდონი, ბრიტანეთი).
2008წ — საუკეთესო მომხსენებლის პრიზი კლინიკური ჰიპერტენზიის, გენეტიკისა და ენდოკრინოლოგიის სექციაში, საფრანგეთის ჰიპერტენზიის საზოგადოების 28-ე შეხვედრა (პარიზი, საფრანგეთი).
1997-2002წ — ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიანტი, თსუ მედიცინის ფაკულტეტი.
პროფესიულ საზოგადოებათა წევრობა:
2018 წლიდან – დღემდე — საქართველოს არტერიული ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი.
2008 წლიდან — ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) ინსულტისა და ჰიპერტენზიის საბჭოების წევრი.
2007 წლიდან — ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC), ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების (ESH) და მსოფლიო ქმედება მარილი და ჯანმრთელობა საზოგადოების წევრი.
სხვადასხვა წლებში ამერიკისა და აზიის საერთაშორისო პროფესიული სამუშაო ჯგუფების წევრი.
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), რუსული (თავისუფლად), გერმანული (დამაკმაყოფილებლად).