განყოფილების ხელმძღვანელი- გიორგი კერესელიძე
„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური განყოფილება
„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური განყოფილება წარმოადგენს ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ცენტრს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმებით.
„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური სერვისები:
მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირება:
მენჯ-ბარძაყის, მუხლის და მხრის სახსრის ჩანაცვლება, თანამედროვე პროტეზებით.
მოტეხილობების მკურნალობა:
ყველა ლოკალიზაციის მოტეხილობის კონსერვატიული და ოპერაციული მართვა, ასევე კიდურების დეფორმაციების კორექცია.
თანდაყოლილი და შეძენილი ორთოპედიული პათოლოგიების მკურნალობა:
განსაკუთრებული ყურადღება ინდივიდუალურ მიდგომაზე და პაციენტის სრული რეაბილიტაციის უზრუნველყოფაზე.
მუხლის სახსრის ართროსკოპიული ქირურგია:
თანამედროვე მეთოდებით მენისკებისა და ჯვარედინა იოგების დაზიანების მკურნალობა, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას
ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა:
ძვლოვანი და რბილქსოვილოვანი პათოლოგიების, მათ შორის ონკოლოგიური პროცესების კომპლექსური მართვა.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია:
ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიებით ჩატარებული პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
რატომ აირჩიოთ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი?
ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები
პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი
სრული სპექტრის სერვისები, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის ჩათვლით
ინდივიდუალური მიდგომა და სწრაფი რეაბილიტაცია
მრავალწლიანი გამოცდილება
ჩვენი მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სწრაფი დაბრუნება აქტიურ ცხოვრებაში.