Logo

,,სრულყოფილება ზრუნვაში, სანდო საუკუნეების განმავლობაში”


Icon

ტელეფონი

0322 951100

Icon

ელ-ფოსტა

info@mikhailovi.ge

Icon

მისამართი

თბილისი, დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 15


დეპარტამენტის ხელმძღვანელი –  ზვიადი აბულაძე

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნევროლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენს ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ცენტრს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

ჩვენი გუნდი იყენებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მაღალხარისხიან მკურნალობას.

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნევროლოგიური სერვისები:

ინსულტის (გარდამავალი იშემიური შეტევის, თავის ტვინის ინფარქტის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის) დიაგნოსტირება, მკურნალობა, პრევენცია.  ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი.

ეპილეფსიის დიაგნოსტირება, მკურნალობა

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა

თავის ტკივილის (შაკიკი, დაძაბულობის თავის ტკივილი, ჯგუფური თავის ტკივილი და თავის ტკივილის სხვა იშვიათი ფორმების) დიაგნოსტირება, მკურნალობა, პრევენცია

წელის და კისრის ტკივილის, ხერხემლის დავადებების (სპონდილოზი,კისრის, გულმკერდის და წელის მალთაშუა დისკების მიერ განპირობებული რადიკულოპათიების) დიაგნოსტირება, მკურნალობა, მართვა

პარკინსონის ავადმყოფობის და სხვა მოძრაობითი დარღვევბის დიაგნოსტირება, მკურნალობა

გაფანტული სკლეროზის და სხვა მადემიელინიზებელი დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა, მართვა

თავის ტვინის და ზურგის ტვინის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირება, სიმპტომური მკურნალობა

თავის ტვინის და ზურგის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტირება, კონსერვატიული მკურნალობა

ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა

დემენციის და თავის ტვინის სხვა დეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა, მართვა

ნევროზების ( შფოთვითი აშლილობა, დეპრესია ) და ძილის დარღვევის დიაგნოსტირება, მკურნალობა

დეპარტამენტის უპირატესობები:

ნევროლოგიური დაავადებების  დიაგნოსტირება:

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა 1,5T, თავის ტვინის CT 128 შრიანი,  ანგიოგრაფი, ექსტრა კრანიალური სისხლძარღვების ექოსკოპია, ელექტროენცეფალოგრაფი

ინდივიდუალური მიდგომა:

პაციენტზე მორგებული მკურნალობის მეთოდები და რეაბილიტაციის პროგრამები.

საერთაშორისო პროტოკოლებზე დაფუძნებული მკურნალობა:

ევროპული და ამერიკული გაიდლაინების გამოყენება ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში.

პროფესიონალთა გუნდი

მულტიდისციპლინური მიდგომა

რატომ აირჩიოთ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნევროლოგიის დეპარტამენტი?

ინოვაციური მეთოდები და უახლესი ტექნოლოგიები

საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი

კომპლექსური სერვისები ერთ სივრცეში

მკურნალობის წარმატებული შედეგები

ჩვენი  მიზანია პაციენტის  ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.