Logo

,,სრულყოფილება ზრუნვაში, სანდო საუკუნეების განმავლობაში”


Icon

ტელეფონი

0322 951100

Icon

ელ-ფოსტა

info@mikhailovi.ge

Icon

მისამართი

თბილისი, დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 15


განყოფილების ხელმძღვანელი- დავით გუგავა

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნეიროქირურგიული განყოფილება  აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო და სამედიცინო ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებისგან, რომელთა წარმატებული გამოცდილება აღნიშნულ  სფეროში პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნეიროქირურგიული სერვისები:

ნეირო-ონკოლოგია:

თავის ტვინის, ზურგის ტვინის და ხერხემლის სვეტის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა

ექსტრა და ინტრაცერებრული (მენინგიომა, ნევრინომა) და მეტასტაზური დაზიანებების ოპერაციები

სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია:

ანევრიზმების ღია ქირურგიული და ენდოვასკულური მკურნალობა

არტერიო-ვენური მალფორმაციების ქირურგიული მართვა

სპინალური ნეიროქირურგია:

მალთაშუა დისკის თიაქარი, დეგენერაციული დაავადებები, სპინალური სტენოზი, სქოლიოზის და ხერხემლის სხვა პათოლოგიების მკურნალობა

ხერხემლის არასტაბილურობისა და სპონდილოლისთეზის ქირურგია

ნეიროტრავმა:

ქალისა და ხერხემლის ტრავმული დაზიანებების ქირურგია

რეკონსტრუქციული ნეიროქირურგია, მათ შორის ტიტანის იმპლანტის გამოყენებით

სპეციალიზებული ნეიროქირურგია:

სამწვერას ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის და პერიფერიული ნერვების გვირაბული სინდრომების ქირურგიული მკურნალობა

ჰიდროცეფალიის ოპერაციები (ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტირება)

დეპარტამენტის უპირატესობები:

პროფესიონალი გუნდი და საერთაშორისო გამოცდილება:

ნეიროქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობენ პროფესორი გოჩა ჩუტკერაშვილი და ნეიროქირურგი დავით გუგავა, რომელთა ცოდნა და გამოცდილება დეპარტამენტს ლიდერად აქცევს თავის დარგში.

მრავალპროფილური და ინოვაციური მიდგომები:

თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურა (CT, MRI, DSA) უზრუნველყოფს ყველა სირთულის ოპერაციის წარმატებით ჩატარებას.

საერთაშორისო გაიდლაინები და თანამედროვე ტექნოლოგიები:

მკურნალობა ხორციელდება ევროპული და ამერიკული პროტოკოლების მიხედვით, რაც პაციენტებს განკურნების მაღალ შანსს აძლევს.

კომპლექსური სერვისები ერთ სივრცეში:

პაციენტები იღებენ ნეიროქირურგის კონსულტაციას, ყველა საჭირო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევას, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის ინდივიდუალურ და ეფექტურ დაგეგმვას.

დეპარტამენტი გამოირჩევა კომპლექსური და წარმატებული ქირურგიული ჩარევებით, რაც მას ნეიროქირურგიის სფეროში ლიდერად აქცევს.

რატომ აირჩიოთ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტი?

თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი მკურნალობის მეთოდები

მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმები

პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური მკურნალობა

ყველა სირთულის გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების წარმატებული მართვა

ჩვენი მიზანია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის სწრაფი და ეფექტური აღდგენა.