საუკუნოვანი ტრადიცია, მომავლის ტექნოლოგია: წმ. მიქაელის ჰოსპიტლის ახალი ეპოქა
წმ. მიქაელის სახელობის ჰოსპიტალი , რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული სამედიცინო დაწესებულებაა, 2026 წლიდან განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ჰოსპიტალი „ევროპის უნივერსიტეტის“ კლინიკური ქსელის ნაწილი გახდა, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას ნიშნავს.
ისტორია და ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას
წმ. მიქაელის ჰოსპიტალს (ყოფილ „მიხაილოვის“ საავადმყოფოს) 180 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს — პირველი პაციენტის მიღება აქ ჯერ კიდევ 1844 წლით თარიღდება. დღეს კი ეს ისტორიული გამოცდილება „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურ და ტექნოლოგიურ რესურსებს უერთდება.
ამ ტრანზაქციის შედეგად,სამედიცინო დაწესებულება ხდება მულტიპროფილური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი , სადაც პაციენტები მიიღებენ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ მკურნალობას, არამედ ისარგებლებენ უახლესი კვლევებითა და მეთოდებით, რომლებიც საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროების კვეთაზე იქმნება.
რას ნიშნავს ეს ცვლილება პაციენტებისთვის?
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ ჰოსპიტლის შეძენა გულისხმობს მასშტაბურ ინვესტიციებს რამდენიმე მიმართულებით:
ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ფარგლებში, ჰოსპიტალი სრულად იქნება დაკომპლექტებული თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით.
აკადემიური პერსონალი: უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა კლინიკურ საქმიანობაში.
სერვისების მოდერნიზაცია: არსებული დეპარტამენტების გაძლიერება და ჰოსპიტლის აღჭურვა ახალი, ინოვაციური სამედიცინო სერვისებით.
საგანმანათლებლო ფუნქცია და მომავალი მედიკოსები
როგორც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, წმ. მიქაელის კლინიკა გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. მომავალი ექიმები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ რეალურ კლინიკურ გარემოში, გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით. ეს უზრუნველყოფს კლინიკაში ცოდნის მუდმივ განახლებასა და სამედიცინო ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვას.