განათლება:
2017 — დისერტაციის დაცვა თემაზე: „ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს“. კვალიფიკაცია — მედიცინის დოქტორი (PhD).
2012 — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
1992-1993 — თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი (სპეციალობა — ზოგადი ქირურგია).
1984-1992 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი N 021014).
სამუშაო გამოცდილება:
2018 – დღემდე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი, ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი.
2015 – დღემდე — მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი „ინნოვა“, კლინიკური დირექტორი.
2012-2015 — „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“, დირექტორი.
2009 – დღემდე — აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო, კლინიკური ხელმძღვანელი.
2004 – დღემდე — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ნეიროქირურგი.
1999 – დღემდე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიული განყოფილების ასისტენტი.
1998 – დღემდე — აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავადმყოფო, ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე.
1994-1998 — აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, ექიმი-ნეიროქირურგი.
1993-1994 — საოჯახო მედიცინის ცენტრი, ხელმძღვანელი.
სემინარები, ტრენინგები და სამეცნიერო კვლევები:
2009 (სექტემბერი) — თრეინინგ-კურსი ნეიროქირურგიაში: „ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები — ვერტებროპლასტიკა“, იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორ ველანის მონაწილეობით.
2009 (ივლისი) — თრეინინგ-კურსი: „სქოლიოზი“, ჩეხეთი, ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კლინიკა, პროფესორ მ. რეპკოს მონაწილეობით (ორგანიზებული თსუ კლინიკის მიერ).
2008 (იანვარი) — თრეინინგ-კურსი ნეიროქირურგიაში: „ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები — ტრანსპედუნკულური ფიქსაცია“, იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორ პეკარსკის მონაწილეობით.
2006 (ოქტომბერი) — კონგრესი „Eurospine 2006“, თურქეთი, სტამბული.
2003 (ოქტომბერი) — საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნევროლოგია დაბადებიდან ღრმა მოხუცებულობამდე“, თემა: „ნეიროინფექციების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და ემპირიული მკურნალობა“.
2003 (ივნისი) — საერთაშორისო სიმპოზიუმი „თანამედროვე ფოტოდინამიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.
2003 (მაისი) — მე-2 საერთაშორისო რეგიონალური შეხვედრა: „ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, ორგანიზებული ინსულტის საერთაშორისო ასოციაციისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ.
2003 (მაისი) — საქართველოს ექიმთა კონგრესი: „კომბინირებული და ერთდროული ოპერაციები ქირურგიულ კლინიკაში“, სამედიცინო განათლების კურსის ბაზაზე.
2003 (სექტემბერი) — „სასწავლო კურსი ნევროლოგიაში“, ორგანიზებული EFNS-ის (ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ფედერაცია) და საქართველოს სამედიცინო აკადემიის მიერ.
2000 (აპრილი) — სამეცნიერო კვლევა/კურსი: „ჰიდროცეფალიის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორ ალფრედ აშოფის მონაწილეობით.
პროფესიული ასოციაციების წევრობა:
- საქართველოს სპინალური ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი.
- მსოფლიო და ევროპის ნეიროქირურგიულ ასოციაციათა ფედერაციის (WFNS / EANS) წევრი.
ენები: ქართული (მშობლიური) , რუსული (სრულყოფილად) , ინგლისური (კარგად).
საოფისე პროგრამები: Windows, Microsoft Office (MS Word, Excel), Internet Explorer, Email.