“ახალი სტანდარტები და წარმატებული კლინიკური პრაქტიკა”
„ წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის“, უმთავრესი მიზანი პაციენტებისთვის უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისის უწყვეტი მიწდება და მათი კმაყოფილებაა.
ჩვენი ჰოსპიტალი გამორჩეულია იმით, რომ ყველა სირთულის პაციენტის მართვის პროფესიული და ტექნოლოგიური რესურსი გვაქვს. მეოთხე დონის მაღალი რეპუტაციის ჰოსპიტალის სტატუსით, ჩვენ ვცდილობთ დავაწესოთ ახალი სტანდარტები სამედიცინო სფეროში. ამ ეტაპზე ვართ ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, განსაკუთრებულად ძლიერი ქირურგიული, კარდიოინტერვენციული, ტრანსპლანტოლოგიური და ნეიროქირურგიული მიმართულებებით.
მუდმივად ვისწრაფვით, ვიყოთ სამედიცინო ინოვაციების ავანგარდში. აქტიურად ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს და მკურნალობის თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებს, რათა შევძლოთ პაციენტების უმაღლესი და უახლესი სტანდარტით მკურნალობა. ჩვენ ექიმების პროფესიონალი გუნდი გადაწყვეტილებების მიღებისას მუდმივად ეყრდნობა უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებს და პრაქტიკაში ნერგავს ახალ სამედიცინო ინოვაციებს. ჰოსპიტალში დანერგილი მულტიდისციპლინარული მიდგომები საშუალებას გვაძლევს მუდმივად გავაუმჯობესოთ კლინიკური შედეგები და წარმატებით ვიბრძოლოთ პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის. ამის საუკეთესო მაგალითია ჰოსპიტალში განხორციელებული ურთულესი ტრანსპლანტაციის ოპერაციები.
ჩვენ ვაგრძელებთ მედიცინის სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე სვლას და გვინდა ჰოსპიტალი დარჩეს ჯანმრთელობისა და მზრუნველობის საყრდენად ყველასთვის, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებს.
ზაზა ლურსმანაშვილი – სამედიცინო დირექტორი