Logo

,,სრულყოფილება ზრუნვაში, სანდო საუკუნეების განმავლობაში”


Icon

ტელეფონი

0322 951100

Icon

ელ-ფოსტა

info@mikhailovi.ge

Icon

მისამართი

თბილისი, დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 15


დეპარტამენტის ხელმძღვანელი –  ზურაბ ოქროპირიძე

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ამბულატორიის დეპარტამენტი წარმოადგენს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ცენტრს, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც პაციენტების მაღალი სანდოობის საფუძველია.

ჩვენი გუნდი იყენებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკა-მკურნალობის მეთოდებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მაღალხარისხიან მკურნალობას.

24/7-ზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისი:

– სპეციალისტების კონსულტაცია: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, თერაპევტის, ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის;

– ლაბორატორიული კვლევები;

– რენტგენოლოგიური კვლევები;

– ულტრასონოგრაფიის კვლევები;

– კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევები;

– მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევები;

– ამბულატორიული ქირურგია;

– ამბულატორიული ნეიროირურგია;

– ამბულატორიული ტრავმატოლოგია;

 

სამუშაო დღეებში 10-საათიდან 18 საათამდე შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები:

– სპეციალისტების კონსულტაცია: ყბა-სახის, უროლოგის, ინფექციონისტის, ტოქსიკოლოგის, ფიზიოთერაპევტის, ონკოლოგის, ქიმიოთერაპევტის, ჰემატოლოგის, არითმოლოგის, ენდოსკოპისტის, გასტროენტეროლოგის;

– ამბულატორიული ყბა-სახის ქირურგია;

– ამბულატორიული უროლოგია;

– ტოქსიკოლოგიის ამბულატორიული მომსახურება;

– ქიმიოთერაპიის პროცედურები;

– ჰორმონოთერაპიის პროცედურები;

– ფიზიოთერაპიის პროცედურები;

– სისხლძარღვთა დუპლექსსკანირება;

– კარდიოექოსკოპია;

– ელექტროკარდიოგრამა;

– ჰოლტერი;

– კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ეზოფაგოსკოპია, გასტროსკოპია, დუოდენოსკოპია;

– ელექტროენცეფალოგრაფია;

– სპირომეტრია;

– ტკივილის მართვის ცენტრის სერვისები: ტკივილის მართვა, ბლოკადა, ანესთეზია, კათეტერის იმპლანტანცია და ა.შ.

მხოლოდ წინასწარი ჩაწერით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისი:

– სპეციალისტების კონსულტაცია: კონკრეტული ექიმის, ანგიოქირურგის, გინეკოლოგის, პროქტოლოგის, სტომატოლოგის, დერმატოლოგის, ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა.;

– ამბულატორიულ გინეკოლოგიური ჩარევები/მანიპულაციები;

– სტომატოლოგიის მომსახურება და ა.შ.

 

რატომ აირჩიოთწმინდა მიქაელის ჰოსპიტლისამბულატორიულ დეპარტამენტი?

ინოვაციური მეთოდები და უახლესი აპარატურა

საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი

კომპლექსური სერვისები ერთ სივრცეში

მკურნალობის წარმატებული შედეგები

ჩვენი მთავარი მიზანია თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.