დეპარტამენტის ხელმძღვანელი- კობა შანავა
„წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მულტიპროფილურ ცენტრს, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ და პროფესიონალურ მომსახურებას.
დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებები:
- ზოგადი ქირურგია
- ტრანსპლანტოლოგია
- თორაკო ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
- პროქტოლოგია
- ყბა-სახის ქირურგია
- მიკრო ქირურგია
- ჩირქოვანი ქირურგია
- ენდოსკოპია
- ინტერვენციული რადიოლოგია
- ენდოკრინული ქირურგია
- თავ-კისრის და რბილი ქსოვილების ქირურგია
ოპერაციები ტარდება ღია ან ლაპაროსკოპიული მიდგომით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელებას და საუკეთესო შედეგებს.
დეპარტამენტის კონკურენტული უპირატესობები:
ქირურგიული მომსახურების ფართო სპექტრი:
დეპარტამენტი ახორციელებს ყველა ტიპის ქირურგიულ ჩარევას, მათ შორის ენდოსკოპიურ, ლაპაროსკოპიულ და ღია ოპერაციებს, რაც ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა.
ინოვაციური და უნიკალური ტრანსპლანტოლოგიის პროგრამა:
ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა ცოცხალი დონორიდან (LDLT): საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა.
დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დანერგავს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროგრამას, რაც რეგიონში უნიკალური სერვისი იქნება.
უმაღლესი ხარისხის ენდოსკოპიური მომსახურება:
დიაგნოსტიკური და ურთულესი ენდოსკოპიური მანიპულაციები, როგორიცაა:
პაპილოსპინქტეროტომია და კონკრემენტის ექსტრაქცია
სანაღვლე სადინრის სტენტირება
ღრუ ორგანოების ბიოფსია
ინტერვენციული რადიოლოგია:
დეპარტამენტი სთავაზობს უახლეს მეთოდებს, მათ შორის:
სანაღვლე სადინრების ტრანსკუტანური დრენირება
სიმსივნური ქსოვილის დამიზნებითი ბიოფსია
ტრანს-არტერიული ქემოემბოლიზაცია
მულტიდისციპლინური გუნდი და საერთაშორისო გამოცდილება:
ქირურგები, ტრანსპლანტოლოგები და ენდოსკოპისტები არიან საკუთარი სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.
ინოვაციური ტექნოლოგიები და უახლესი ინფრასტრუქტურა:
დეპარტამენტი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების მაქსიმალურ სიზუსტეს და პაციენტთა უსაფრთხოებას.
რატომ აირჩიოთ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი?
მრავალპროფილური და ინდივიდუალური მიდგომა პაციენტებისადმი
კომპლექსური და უნიკალური სერვისები, რომელიც მხოლოდ ჩვენთანაა ხელმისაწვდომი
საერთაშორისო სტანდარტები და ინოვაციური მეთოდები
24/7 მომსახურება
ჩვენი მისიაა პაციენტის ჯანმრთელობის დაცვა, სწრაფი რეაბილიტაცია და უმაღლესი ხარისხის მკურნალობის შეთავაზება.